იმედი საქართველოსთვის
რისი გვწამს ჩვენ?
ბიბლია

•ღმერთმა, სამყაროსა და კაცობრიობის წმიდა შემოქმედმა, გაგვიმხილა საკუთარი თავი და თავისი ხასიათი მისი შთაგონებული სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით.
•ღმერთის სიტყვა გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ღმერთთან ურთიერთობაში და გვაჩვენებს უფალმა რისთვის მოგვიწოდა
•ღმერთის სიტყვა გვასწავლის ღმერთის გეგმას სამყაროს გამოსყიდვაზე, იესო ქრისტეს სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის მეშვეობით.
•ღმერთი თავის ცოცხალ და აქტიურ სიტყვას იყენებს, რათა თავისი ხალხი მიიყვანოს დამხსნელ რწმენასთან, ცოდვის აღიარებასთან, გაამხნევოს ისინი იმედითა და ჭეშმარიტებით და გაზარდოს, რათა უფრო მეტად ემსგავსებოდნენ იესოს.
ღმერთი

•არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს უფალია.
•ღმერთს უყვარს და ზრუნავს თავის შემოქმედებაზე. ის არის ღმერთი, რომელსაც სურს პირადი ურთიერთობა ადამიანებთან.
•ღმერთი სამპიროვანია: მამა, ძე და სულიწმინდა
მამა ღმერთი

•ბიბლიიდან ვსწავლობთ, რომ ჩვენი შემომქმედი ღმერთი წმინდაა.
•ღმერთი მარადიული და უცვლელია, რომელიც სამყაროს შექმნამდეც არსებობდა
•ღმერთი ყოველმხრივ სრულყოფილია, მისი გზები ჩვენსაზე უსასრულოდ აღმატებულია
•ღმერთის ყველა დაპირება სანდო და ჭეშმარიტია
ძე ღმერთი, იესო

•იესო იშვა ქალწულისგან. იესო არის ღმერთის ძე. მას აქვს ორი ბუნება: სრულიად ადამიანური და სრულიად ღვთაებრივი.
•იესო უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა და გვაჩვენა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს სხვები.
•იესომ სიყვარულით გაიღო თავისი უდანაშაულო სიცოცხლე ჯვარზე, რათა გადაეხადა ფასი ჩვენი ცოდვებისთვის.
•თუ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს, ვირწმუნებთ და მივიღებთ იესოს მადლმოსილ საჩუქარს ხსნაზე, გადავცემთ ჩვენს სიცოცხლეს მას, ღმერთი ერთგულია და მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს და გაგვამართლებს. ამის შემდეგ შევძლებთ დავიწყოთ ურთიერთობა მასთან ამ ცხორებაში, რომელსაც გავაგრძელებთ ზეცაში.
სულიწმინდა

•მათ ვინც მიენდო იესოს და მიიღო ხსნა მადლით, რწმენის მეშვეობით, მაშინვე მიიღო სულიწმინდა.
•სულიწმინდა არის, ღმერთის აქტიური თანდასწრება ჩვენს ცხორებაში, ის მოქმედებს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში.
•სულიწმინდა აცხადებს ბიბლიის ჭეშმარიტებას, აძლიერებს მორწმუეებს, რათა გააკეთონ მისი საქმე, არის ნუგეშისმცემელი და გამამხნევებელი, როცა ვაწყდებით ამ ცხოვრებისეულ განსაცდელებს.
•სულიწმინდა ასევე არის სამოთხეში ჩვენი გარანტირებული მომავლის ბეჭედი, რომელიც აღგვითქვა ღმერთმა
ხსნა
•ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და თავიანთი ცოდვების გამო ღმერთისგან განშორებულნი არიან.
•არავინაა მართალი და ვერავინ მოიპოვებს ხსნას რაიმეს კეთებით.
•მაგრამ ღმერთი არის წყალობით მდიდარი, რომელიც შეურიგდა ცოდვილ ადამიანებს თავისი ძის იესო ქრისტეს მეშვეობით. იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა ღმერთთან, თუ არა იესოთი.
•იესო ჩვენს ნაცვლად მოკვდა ჯვარზე. ჩვენი ვალი მთლიანად გადაიხადა. მისმა სიმართლემ ჩვენი ცოდვები დაფარა.
•ხსნა არის ღმერთის საჩუქარი, რომელიც მხოლოდ მადლით, რწმენის მეშვეობით მიიღება
•ვინც აღიარებს რწმენას იესოს მეშვეობით, ხდება ახალი ქმნილება, რადგან ძველი კაცი მოკვდა და განახლებული გული მასში მყოფ სულიწმინდას გრძნობს.
•ვინც უარყო იესო, განშორებულია ღმერთისგან ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ღმერთისგან სამუდამო განცალკევება ელოდება.


ეკლესია
•ეკლესია არის გლობალური სხეული, რომელიც აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს მთელს მსოფლიოში.
•ადგილობრივი ეკლესია არის ადგილი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან, რათა ისწავლონ ღმერთზე და მხარში დაუდგნენ ერთმანეთს, როგორც ღმერთის ოჯახი.
•ეკლესია არის ღმერთის საქმის უპირველესი გამოხატულება ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში და მოწოდებულია, რომ იყოს ღმერთის ხელები და ფეხები, რათა მიაწვდინოს ხმა სამყაროს, რომელიც იტანჯება.
•ეკლესია ღმერთის გეგმის ცენტრალური ნაწილია, რათა გავრცელდეს კეთილი უწყება, იესო ქრისტეს მიერ ხსნის შესახებ, ყველა ერში.
